ნეიმარი „სანტოსში“ ბრუნდება

0
34

ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ ვიცეპრეზიდენტ ნიკო ოსვალდოს განცხადებით, ნეიმართა მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და 32 წლის ფეხბურთელი კლუბში დაბრუნდება.
„ნეიმარი „სანტოსს“ ივნისში შეუერთდება. მასთან ამ თემაზე ვსაუბრობთ. ის დაბრუნდება|“ – იუწყება ოსვალდოს სიტყვებს Football Espana.
ნეიმარი „სანტოსის“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 2009-2013 წლებში გამოდიოდა. მან „სანტოსის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 225 მატჩში 136 გოლი გაიტანა და 64 საგოლე პასი გააკეთა.
ამჟამად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ ირიცხება, რომელთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება.
ლაშა თაბაგარი