ჩაკვეტაძის საგოლე პასი „უენსდისთან“ მოგებულ მატჩში

0
12

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და საგოლე პასიც მიითვალა. ინგლისის ჩემპიონშიფის მე-13 ტურში უოტფორდელები სტუმრად „შეფილდ უენსდის“ შეხვდნენ და სამი ქულა აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე როდესაც სტუმრები 3:1 იგებდნენ, გოლი ბაიოს გაატანინა. მან შეუცვლელად ითამაშა.
„უოტფორდი“ 29-ე წუთზე პორტეუსმა დააწინაურა, ხოლო ხუთ წუთში სმიტმა ანგარიში გაათანაბრა. 52-ე წუთზე სტუმრები წინ ინსმა გაიყვანა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 58-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე ბაიომ ასევე თერთმეტმეტრიანის გამოყენების შემდეგ გაზარდა. 82-ე წუთზე „შეფილდ უენსდეიდან“ თავი ვალენტინმა გამოიჩინა. 84-ე წუთზე ბაიომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, რომელმაც 88-ე წუთზე საბოლოო წერტილიც დასვა – 2:6.
ამ გამარჯვების შემდეგ „უოტფორდმა“ 22 ქულა დააგროვა და 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი