ნიკა კვეკვესკირმა უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-12 ტურში „ნიდერჰაზა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გამოდის სტუმრად „დიოერ ეტოს“ შეხვდა და ქულა აიღო.
კვეკვესკირი სასტარტოში არ იყო და თამაშში 33-ე წუთზე ტრავმირებული ტონას მაგივრად ჩაერთო.
64-ე წუთზე, როდესაც „დიორი“ 1:0 იგებდა, კვეკვესკირმა მეტოქის ნახევარზე თითქმის კუთხურის ხაზზე დანიშნული ჯარიმის შესრულბის დროს პირდაპირ კარში გაგზავნა ბურთი, რომელიც მასპინძლების მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრა – 1:1. „ნიდერჰაზა“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი კვეკვესკირის ქულის მომტანი სადებიუტო გოლი