რუბენ ამორიმი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელია

0
10

“მანჩესტერ იუნაიტედს” რუბენ ამორიმი გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 39 წლის სპეციალისტი თავისი მოვალების შესრულებას 11 ნოემბრიდან შეუდგება და ნიდერლანდელ ერიკ ტენ ჰაგს შეცვლის, რომელიც მიმდინარე კვირაში დაითხოვეს. მანამდემ, გუნდს რუდ ვან ნისტელროი უხელმძღვანელებს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და ამ ვადის ამოწურვიუს შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
ამორიმი დღემდე ლისაბონის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელია, სადაც 2020 წლიდან მუშაობს. მან ლისაბონელებს პორტუგალიის ჩემპიონატი 2-ჯერ მოაგებინა – 2021 და 2024 წელს. ცნობისთვის, “სპორტინგი” 2021 წელს ჩემპიონი 19-წლიან პაუზის შემდეგ გახდა. მანამდე, ამორიმი “ბრაგაში” მუშაობდა.
ბოლო 54 წლის მანძილზე ამორიმი “მანჩესტერის” ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა. 1970 წელს გუნდს სათავეში 33 წლის უილფ მაკტინესი ჩაუდგა.
ლაშა თაბაგარი