უეფას საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 14 ოქტომბერს ერთა ლიგის B ლიგის მე-3 ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-ალბანეთს შორის გამართული მატჩის დროს მომხდარი დარღვევების გამო დააჯარიმა.
კერძოდ, უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ სტადიონზე დაბლოკილი იყო გასასვლელები, ხოლო მატჩის დროს გულშემატკივრები ლაზერსა და პიროტექნიკას იყენებდნენ.
ამის გამო, ქართულ მხარეს 560000 ევროს გადახდა მოუწევს.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56000 ევროთი დააჯარიმეს