„მანჩესტერ სიტის’ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ესპანეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველ როდრისთვის „ოქროს ბურთის“ გადაცემას გამოეხმაურა.
„ერთადერთი რაც „მანჩესტერ სიტის“ სახელით შემიძლია ვთქვა , რადგან ახლა ამ კლუბს წარმოვადგენ ისაა, რომ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ! ამის წარმოდგენა რთული იყო. ახლა ძალიან ბედნიერი ვართ, რომ როდრი „სიტის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქორს ბურთი“ მოიგო. ჩვენ მისი ვამაყობთ!“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური მედია.
2008 წლის შემდეგ როდრი ინგლისის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მიიღო. გარდა ამისა, ლეგენდარული ესპანელი ლუის სუარესის შემდეგ, რომელიც ამ ჯილდოს 1960 წელს დაეუფლა, როდრი პირველი ესპანელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.
ლაშა თაბაგარი
