რუბენ ამორიმი “მანჩესტერ იუნაიტედის” გაწვრთნის ყველაზე რეალური კანდიდატია

0
20

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგის გაშვების შემდეგ, გუნდის ახალი თავკაცის ყველაზე რეალურ კანდიდატად ლისაბონის “სპორტინგის” ამჟამინდელი თავკაცი რუბენ ამორიმი განიხილება.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტის ბრიტანულ გრანდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი წელიწადში 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. მის სანაცვლოდ პორტუგალიელები 10 მილიონ ევროს მიიღებენ.
39 წლის ამორიმი “სპორტინგს” 2020 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით ლისაბონელებმა პორტუგალიის ჩემპიონატი 2020-2021 და 2023-2024 წლების სეზონში მოიგო. გარდა ამისა, ამირიმის თავკაცობით ლისაბონელები პორტუგალიის თასს 2020-2021 და 2021-2022 წლების სეზონში დაეუფლნენ, ხოლო სუპერთასი 2021 წელს მოიგეს.
ლასა თაბაგარი