როდრი: „ეს ესპანური ფეხბურთის გამარჯვებაა“

0
15

„მანჩესტერ სიტის’ ნახევარმცველ როდრის მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთის“ მისთვის გადაცემა ესპანური ფეხბურთის გამარჯვებაა.
„ერთხელ მამას ვუთხარი – ფეხბურთიდან მივდივარ და ჩემი ოცნება დასრულდა. მან მიპასუხა: „გააგრძეკა და ბოლომდე ვცადოთ“. დღეს აქ ვარ და ამ მომენტით ვამაყობ. მინდა მამაჩემს ვუთხრა: „მადლობა“.
დღევანდელი გამარჯვება არა ჩემთვისაა, არამედ, ესპანური ფეხბურთისთვის. ამ ჯილდოს მიღებას ბევრი ფეხბურთელი იმსახურებდა, მაგრამ ვერ მოიგეს – ინიესტა, ხავი, კასილიასი, ბუსკეტსი და სხვა მრავალი. ყველაფერი ეს ესპანური ფეხბურთისთვის და ნახევარმცველებისთვისაა. ბევრმა მეგობარმა მითხრა, რომ ფეხბურთმა გაიმარჯვა, რადგან ამდენი ნახევარმცველი „ამონათდა“. ისინი თავის სამუშაოს ასრულებენ და ახლა სინათლის შუქზე გამოვიდნენ“ – იუწყება როდრის ნათქვამს ესპანური გამოცემმა AS.
2008 წლის შემდეგ როდრი ინგლისის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მიიღო. გარდა ამისა, ლეგენდარული ესპანელი ლუის სუარესის შემდეგ, რომელიც ამ ჯილდოს 1960 წელს დაეუფლა, როდრი პირველი ესპანელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.
ლაშა თაბაგარი