ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გუნდის ახალი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო, ფეხბურთის ისტორიაში იმ მწვრთნელებს შორის ვისაც ნაკრებში უმუშავია ყველაზე მაღალანაზღაურებადია.
ESPN-ის ინფორმაციით, 52 წლის არგენტინელი სპეციალისტის ხელფასი წელიწადში 6 მილიონი დოლარი იქნება. ის ამერიკელებს 2026 წელს აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს.
პოჩეტინოს დებიუტი 13 ოქტომბერს პანამასთან მატჩში შედგება.
არგენტინელი გასულ სეზონში ლონდონის „ჩელსის“ ავარჯიშებდა, მაგრამ არასახარბიელო შედეგის გამო დაითხოვეს. მანამდე, სამხრეთ ამერიკელი „ესპანიოლს“, „საუთჰემპტონს“, „ტოტენჰემს“ და „პარი სენ ჟერმენს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





