ლონდონის „არენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა კლუბის ხელმძღვანელებს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა.
BBC-ის ინფორმაციით, 42 წლის სპეციალისტი „არსენალთან“ ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. მას მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. „არსენალი“ არტეტასთან თანაშმრომლობის გაგრძელების შესახებ ოფიციალურად კვირას ლონდონის „ტოტენჰემთან“ გასამართ მატჩამდე გამოაცხადებს.
არტეტა „არენალში“ 2011-2016 წლებში თამაშობდა, ხოლო გუნდს 2019 წლიდან წვრთნის. მანამდე, ის „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო.
არტეტას ხელმძღვანელობით ლონდონელებმა 2020 წელს ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგეს. „არსენალმა“ სუპერთასი მისი თავკაცობით 2023 წელსაც აღმართეს.
ლაშა თაბაგარი
