ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმ ვინისიუს ჟუნიორმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად პარაგვაისთან 0:1 წაგების შემდეგ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
„ჩვენ ვიცი თუ როგორ ვითარებაში ვიმყოფებით. ამ მდგომარეობიდან ბრაზილიის ნებისმიერ ფასად გამოყვანა გვინდა. ჩვენ ვიფიქრებთ თუ რა უნდა გავაკეთეთ, რომ ისევ კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ.
ასეთი თამაშის ჩვენების და ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. თავდაჯერება როდესაც არ გაქვს, ვერც გოლებს იტან. კონცენტრირებული ვარ, რომ ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთო რაც შესაძლებელია. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. გოლებს ყოველთვის ვერ გავიტან, რადგან ეს ისე ადვილი არაა, როგორც ჩანს.
ევროპაში ფეხბურთი უფრო სწრაფია, ვიდრე აქ, რადგან მოედნების ხარისხი გაცილებით უკეთესია. ჩვენ ადაპტაცია გვჭირდება, რათა საუკეთესოდ ვითამაშეთ და გავიმარჯვოთ. გამარჯვება სულიერ სიმშვიდეს მოგვიტანს და სხვანაირად ვითამაშებთ. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, რადგან ეს ძალიან რთული მომენტია“ – იუწყება ვინისიუსის ნათქვამს ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte.
ლაშა თაბაგარი
