ევროპაში ყველაზე მაღალი დასწრება „ბორუსიას“ მატჩებზეა

0
20

უეფას ინფორმაციით, 2023-2024 წლების სეზონში ყველაზე მეტი გულშემატკივარი გერმანული დორტმუნდის „ბორუსიას“ საშინაო მატჩებს დაესწრო – 1 951 745. იტალიის „მილანის“ შეხვედრებს „სან სიროზე“ თვალი 1 860 964 ქომაგმა ადევნა, ხოლო მესამე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“ – 1 834 291.
ევროპაში 16 კლუბია, რომლის საშინაო თამაშებს სტადიონიდან თვალი მილიონზე მეტ,ა ადამიანმა ადევნა.
უშუალოდ ჩემპიონატებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაშიც ლიდერი „ბორუსია“, რომლის შეხვედრებს ბუნდესლიგაში „სიგნა იდუნა პარკზე“ საშუალოდ 81305 ფანი იკრიბებოდა.
ინგლისის პრემიერლიგის მატჩებზე სეზონში სტადიონებზე 14,7 მილიონი ადამიანი დადიოდა, რაც ევროპაში რეკორდია.
ლაშა თაბაგარი