ზიდანმა თავის კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა

0
20

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა თავის კარიერაში გატანილი საუკეთესო გოლი დაასახელა.
„ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერთან“ გავიტანეს. მე მხოლოდ ასეთი გოლი არ მყოფნიდა. ორიგინალური არაა, თუმცა…“ – განაცხადა „რეალის“ ექსფეხბურთელმა Real Madrid Play-თან.
2002 წელს „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლევერკუზენის „ბაიერი“ 2:1 დაამარცხა და მეორე გოლი სწორედ ზიდანმა გაიტანა, როდესაც რობერტო კარლოსის პასის მერე, საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით  ბურთი მიწაზე დაუშვებლად „ცხრიანში“ გაგზავნა.
ზიდანის აზრით საუკეთესო სტადიონები სადაც უთამაშია „რეალის“ საშინაო არენა „სანტიაგო ბერნაბეუ“, „ლივერპულის“  „ენფილდი“, „მანჩესტერ იუნაიტედის“  „ოლდ ტრაფორდი“ და „მარსელის“ „ველოდრომია“. თუმცა, მისი ფავორიტი „სანტიაგო ბერნაბეუა“.
ლაშა თაბაგარი