ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მომგები ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ ერთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებას გეგმავენ.
„გუნდის პირველ შეხვედრიაზე როდესაც მიზანი დავისახეთ, გადავწყვიტეთ, რომ დიადი ნაკრები ვყოფილიყავით. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. ჩვენ პროგრესირება, უფრო სწრაფი ფეხბურთის თამაში და გაცილებით მეტი საგოლე მომენტების შექმნა გვსურს. ამასთანავე დაცვაში კიდევ უფრო დამაჯერებლად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
თუმცა, ყოველთვის არსებობს მიზანი, რომლისკენ უნდა მიისწრაფვოდე. ჩვენ თავდამბლები ვართ და გვესმის, რომ გამარჯვებასა და წაგებას შორის ძალიან მცირე ზღვარია. ამ ფონზე ახალ ტურნირს იმ მტკიცე რწმენით ვხვდებით, რომ ტიტულის მოგება ისევ შეგვიძლია“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს უეფას ვებგვერდი. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის 2003-2024 წლების გათამაშება ესპანეთმა მოიგო.
დღეს, ესპანელები ერთა ლიგის A ლიგაში სერბეთს დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი
