ლისაბონის „ბენფიკამ“ ნახევარმცველი ჟოაუ მარიუ სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გაანათხოვრა.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ექსნახევარმცველმა ხელშეკრულება 2024-2025 წლის ბოლომდე გააფორმა. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, თურქულ კლუბს ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ჟოაუ მარიუ „ბენფიკაში“ 2021 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 149 მატჩში 36 გოლი გაიტანა. მან თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 56-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. ის 2016 წელს პორტუგალიელებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.
ლაშა თაბაგარი





