გიორგი კვერნაძე: “მოლდოვასთან მატჩის მნიშვნელობა ყველას გათავისებული გვაქვს”

0
16

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავდამსხმელ გიორგი კვერნაძის აზრით, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსით აქვთ და ამიტომ, თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ დღეს ბათუმში მოლდოველთა თანატოლებთან ჩასატარებელ მატჩამდე განაცხადა.
გიორგი კვერნაძე: “მოლდოვასთან მატჩის მნიშვნელობა ყველას გათავისებული გვაქვს. ვემზადებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს, ამიტომ დარჩენილ მატჩებში ქულაც არ უნდა დავკარგოთ. მოხარულები ვართ, რომ ბათუმში ვთამაშობთ. იმედია, გულშემატკივრები მოვლენ და ეს ჩვენთვის ორმაგი მოტივაცია იქნება“.
დღეს მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ბათუმის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ვენლოში გაემგზავრება, სადაც ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებს ექვსი ტურის შემდეგ ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. 10 ქულით შვედეთი მესამეა, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს.
ლაშა თაბაგარი