რაჰიმ სტერლინგი: „არსენალი“ ჩემთვის იდეალური გუნდია“

0
15

რაჰიმ სტერლინგს „არსენალი“, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ ერთი სეზონი გაანათხოვრა, თავისთვის იდეალურ გუნდად მიაჩნია.
„აღტაცებული ვარ. ეს ის სემთხვევაში, როდესაც გადასვლა დამიგვიანდა, მაგრამ ამის იმედი მქონდა. ახლა ვფიქრობ, რომ „არსენალი“ ჩემთვის იდეალური გუნდია. ჩემთვის იდეალურია ასეთ კლუბში მოხვედრა, სადაც ყველა მხოლოდ ტიტულების მოგებაზე ფიქრობს“ – იუწყება სტერლინგის ნათქვამს ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდი.
გასულ სეზონში სტერლინგმა „ჩელსიში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 43 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. მას ლონდონელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
„ჩელსიმდე“ 29 წლის ფეხბურთელი „ლივერპულში“ და „მანჩესტერ სიტიში“ გამოდიოდა. მან კარიერაში საკლუბო დონეზე ჩატარებულ 549 თამაშში მეტოქეთა კარი 173-ჯერ აიღო. 2018-2019 წლების სეზონში ინგლისის ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთან ასოციაციამ სტერლინგი პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ლაშა თაბაგარი