კრიშტიანუ რონალდუ: „ნაკრებიდან პირველი წავალ“

0
10

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებიდან მაშინ წავა, როდესაც დაინახავს, რომ ფასეული აქტივი აღარ იქნება.
„ახლა ვგრძნობ და მწვრთნელის სიტყვებიც ამის დასტურია, რომ ნაკრებისთვის ფასეულ აქტივად ვრჩები. თუ ასე აღარ იქნება, მაშინ ეროვნული გუნდიდან პირველი წავალ. თუმცა, როდესაც წავალ სინდისი სუფთა მექნება. მე ვიცი ვინ ვარ, რა შემიძლია, რას ვაკეთებ და სირ გაკეთებას გავაგრძელებ“ – იუწყება პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის ნათქვამს  გამოცემა A Bola.
რონალდუ თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან თამაშობს და 2012 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 130-ჯერი აიღო. ის სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.
ლაშა თაბაგარი