„მანჩესტერ სიტის’“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ყარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზაფხულში საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებოდნენ. ივლისში ინგლისური მედია იუწყებოდა, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გადაბირება „ალ-იტიჰადს“ სურდა.
„არავისთან მისაუბრია. ბევრი ხმაური და არასწორი ინფორმაცია იყო. მე ვთქვი, რომ ზაფხულში მშვიდად დასვენებას ვაპირებ, რაც გავაკეთე. შვებულებაში ვიყავი, დავბრუნდი და ვარჯიში დავიწყე. მეტი არაფერი მომხდარა“ – თქვა დე ბრუინმა.
33 წლის ფეხბურთელი „სიტიში“ 2015 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 385 მატჩში 103 გოლი გაიტანა. მან ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 2-ჯერ, ხოლო ინგლისის ლიგის თასი 5-ჯერ მოიგო. გარდა ამისა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.
ლაშა თაბაგარი
