უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის “დინამო” ჩერნოგორიის “ბუდუჩნოსტს” დაუპირისპირდება. გასულ სეზონში 19-წლამდელთა ლიგის მომგები დინამოელები პირველ შეხვედრას თბილისში 18 სექტემბერს ჩაატარებენ, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი პოდგორიცაში 2 ოქტომბერს შედგება.
ახალი სეზონიდან ახლგაზრდულ ლიგაზე უეფას წევრი ყველა ქვეყნის გუნდი ითამაშებს. ეს პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა და განხილვის შემდეგ უეფას აღმასკომმა დაამტკიცა.
გასულ სეზონში უეფას ახალგაზრდული ლიგა საბერძნეთის “ოლიმპიაკოსმა” მოიგო, რომელმაც ფინალში “მილანი” 3:0 დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი
