ალთუნაშვილმა სასტარტოში ადგილი დაკარგა

0
17

სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგის“ სასტარტო შემადგენლობასი ადგილი დაკარგა. მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართულ ოთხ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს თავისი გუნდის შემადგენლობაში პირველი წუთიდან არცერთხელ უთამაშია.
მე-4 ტურში „ვოლფსბერგმა“ სტუმრად ლასკ-ი 5:1 დაამარცხა, ხოლო ალთუნაშვილი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა. არადა, მან გასულ სეზონში „ვოლფსბერგში“ 27-ჯერ ითამაშა და 26-ჯერ სასტარტოში მოხვდა. მისი გუნდი 9 ქულით მე-3 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-5 ტურში „ზირე“ შინ მოქმედ ჩემპიონ „ყარაბაღთან“ 1:3 დამარცხდა, მასპინძლებში ქართველი ლეგიონერებიდან დავით ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილს თადარიგში ყოფნა აკმარეს.
ლაშა თაბაგარი