„კოპენჰაგენმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, დანიის სუპერლიგის მე-7 ტურში შინ თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე „ბრონდბიუ“ 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. მე-17 წუთზე ის მცველმა “ბრონდბიუს” საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. „კოპენჰაგენი“ 14 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში “სენტ-ეტიენი” გასვლაზე “ბრესტთან” 0:4 დამარცხდა. ზურიკო დავითაშვილმა სტუმრებში შეუცვლელად ითამაშა.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-2 ტურში მოქმედი ჩემპიონი აპოელი შინ ახნას „ეთნიკოსთან“ 1:3 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი
