მამარდაშვილის „ვალენსიას“ პირველი ქულა

0
57

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში პირველი ქულა აიღო. „ღამურები“ თავის მოედანზე „ვილიარელს“ დაუპირისპირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, სასურველი ანგარიში ვერ დააფიქსირეს.
24-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და მცველის მიერ თავით მოგერიებული ბურთი უგო დურომ ერთი შეხებით კარში გადაგზავნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე აიოსო პერესმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი მასპინძლების მცველს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ ბადეში აღმოჩნდა – მამარდაშვილის თავგანწირული ნახტომი უშედეგო აღმოჩნდა.
68-ე წუთზე გეიემჯ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს, მაგრამ „ვალენსიამ“ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა. მასპინძლებმა მეტოქის კარს სახიფათოდ არაერთხელ შეუტიეს და ერთ ეპიზოდში უგო დურომ ბურთი გვერდით ძელსაც მოახვედრეს, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
4 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 1 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი