ოთარ კიტეიშვილმა გრაცის “შტურმის” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი შინ “ტიროლს” დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.
“შტურმისთვის” 3 ქულის აღება იოლი არ აღმოჩმდა, რადგან 38-ე წუთისთვის 0:2 აგებდა. 44-ე წუთზე გაზიბეგოვიჩმა სტუმართა საჯარიმოში ჩააქოდა, სადაც კარისკენ ზურგით მდგომმა კიტეიშვილმა თავით დაარტყა და ბურთი “ცხრიანში” მოათავსა. 66-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ზუსტი პასი გრგიჩს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. იმავე გრგიჩმა 76-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე სტუმრების კარი ჩუკვუანიმ აიღო.
“შტურმი” 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და 3 ქულით ასწრებს მე-2 პოზიციაზე მყოფ “ზალცბურგს”, რომელსაც 2 თამაშით ნაკლები აქვს.
ლაშა თაბაგარი
