იტალიის სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლის“ თავის მოედანზე „პარმასთან“ დიდი ბრძოლა გადახდა და სამი ქულა მეტად დრამატულ დაპირისპირებაში აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციაულად ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
„პარმამ“ მატჩი აქტიურად დაიწყო და ჯერ ახლო მანზილიდან კოვალსკის თავით დარტრყმული ბურთი მოხვდა ძედა ძელს, რის შემდეგ, შეტევა გაგრძელდა და უკვე ბონის დარტყმის მერე ნეაპოლელები გოლის გაშვებას გვერდითმა ძელმა გადაარჩინა. მე-17 წუთზე მასპინძლების მეკარე მერეტმა თავის საჯარიმოში ბონი წააქცია და მსაჯმა პენალ;ტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა – 0:1.
პირველ ტაიმში ნეაპოლელებიდან ყველ;აზე სახიფათო მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, როდესაც თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
|მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ ორჯერ გაამწვავ მეტოქის კართან სიტუაცია, როდესაც თავის სტილში მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა – პირველ შემთხვევაში ბურთი კარს ოდნავ აცდა, ხოლო მეორედ „პარმას“ მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.
მეორე ტაიმის შუაწელში ლობოდკას კარგი პასის შემდეგ, კვარაცხელიამ სტუმართა საჯარიმოში ბურთი ხელსაყრელ სიტუაციაში მიიღო, მაგრამ სუსტად დარტყა და პარმელთა კარის დარაჯს ბურთი ხელებში დაფიქსირება არ გაჭირვებია.
76-ე წუთზე „პარმას“ მეკარე სუძუკი საჯარიმოს გარეთ მეტოქეს ეუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამო გააძევეს. სტუმრებს ყველა შეცვლა გაკეთებული ჰქონდათ და ამიტომ კარში მცველი დელ პრატო ჩადგა.
88-ე წუთზე მსაჯმა პარმელთა კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ დაასკვნა, რომ მცველს თავის საჯარიმოში „ნაპოლის“ ფორვარდ ჯოვანი სიმეონეზე არ უუხეშია.
მსაჯმა ძირითად დროს 11 წუთი დაამატა და 92-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, ანგარიში გაათანაბრა. 97-ე წუთზე ანგისამ თავით აიღო „პარმას“ კარი და საბოლოოდ ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. არადა, ბოლო წამებზე „პარმას“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მერეტმა თავისი გუნდი გადაარჩინა.
ლაშა თაბაგარი
