ვინისიუსი: „მბაპესთვის იოლი არ იქნება“

0
18

ვინიუსის აზრით კილიან მბაპესთვის მადრიდის „რეალში“ თავის წარმოჩენა იოლი არ იქნება.
„ეს ძალიან ძნელია იქნება, მაგრამ იმედია ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწევთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან ადაპტაცია კარგად გაიაროს. კლუბის შეცვლა იოლი არასოდესაა. თუმცა, ეს ჯუდ ბელინგემთან ერთად მოვახერხეთ, რომელიც გასულ სეზონში მოვიდა და თავი გამოიჩინა. იმედია, ამას კილიანთან ერთადაც გავიმეორებთ“ – იუწყება „რეალის“ ბრაზილიელი გარემარბის ნათქვამს Marca.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მბაპე „რეალში“ ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
ლაშა თაბაგარი