ლიონელ მესი: „მაგრამ ეს გუნდი იმედს არასოდეს კარგავს“

0
1
Argentina's Lionel Messi celebrates after scoring Argentina's second goal during the World Cup quarterfinal soccer match between the Netherlands and Argentina, at the Lusail Stadium in Lusail, Qatar, Friday, Dec. 9, 2022. (AP Photo/Francisco Seco)

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში დამატებით დროში შვეიცარიასთან 3:1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომ ძალიან დაძაბულ დაპირისპირებას ელოდნენ.
„ძალიან მახარებს გამარჯვება, რომელიც რთულ ბრძოლაში მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ მატჩი ძალიან დაძაბული იქნებოდა. ისევ დავიტანჯეთ, მაგრამ ეს გუნდი იმედს არასოდეს კარგავს. ჩვენი ისევ მსოფლიოს საუკეთესო ოთხ გუნდში ვართ. წინ ეშმაკმა დალახვროს.
ტოპ-ნაკრებებთან თამაში ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია. ადრე ინგლისს არასოდეს შევხვედრივარ და ამიტომ, მატჩი განსაკუთრებული იქნება“ – იუწყება არგენტინული მედია 39 წლის მესის ნათქვამს.
არგენტინა 1/2-ფინალში ინგლისს შეხვდება. მატჩი 15 ივლისს ჩატარდება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი