„მარსელი“ არგენტინის ნაკრების მეკარეს ყიდულობს

0
21

ხერონიმო რული ამსტერდამის „აიაქსიდან“ ფრანგულ „მარსელში“ გადავა. კლუბებმა არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარის ტრანსფერის თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, იუწყება ჟურნალისტი სესარ ლუის მერლო.
რული მარსელელებთან კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს. ის „აიაქსში“ 2023 წლის იანვრიდან გამოდიოდა და საერთო ჯამში 32 მატჩი ჩაატარა. ის არგენტინის ნაკრებში 2018 წლიდან გამოდის და 4 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი