ხულიან ალვარესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძე;ლებს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მადრიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ალვარესის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტი“ 75 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 20 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისინებული. „სიტის“ არსებობის ისტორიაში ჯერ ამხელა თანხა არცერთი ფეხბურთელის გაყიდვიდან მიუღია. თავის დროზე, მანჩესტერელებმა სამხრეთ ამერიკელი 14 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს.
ალვარესმა გასულ სეზონში „სიტის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 54 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
