ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ინგლისთან დამატებით დროში 1:2 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ უფრო მეტს იმსახურებდნენ.
„გულწრფელად გეტყვით, რომ მძიმე შეგრძნება მაქვს. ისე ვგრძნობ, რომ მეტს ვიმსახურებდით და ინგლისი კინაღამ დავამარცხეთ. ცოტა სიცარიელეს ვგრძნობ, მაგრამ ამავე დროს ამაყი ვარ, რომ მეოთხედფინალში ინგლისთან ვითამაშეთ და ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ასე რომ შერეული გრძნობაა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მცირე ეპიზოდები გადამწყვეტია. ბრაზილიასთან მატჩის მსვლელობა ჩვენს სასარგებლოდ შეცვალეთ. ინგლისთან შეხვედრამდე შანსი 50/50-ზე იყო. რთული თამაში აღმოჩნდა, რადგან ინგლისი კარგი გუნდია“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი ჰოლანდის ნათქვამს, რომელმაც თავის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი შეაგდო.
ნორვეგიის ნაკრებმა არსებობის მანძილზე მუნდიალის 1/4-ფინალში პირველად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





