პარიზის ოლიმპიადის 1/2-ფინალში ესპანეთის ნაკრებმა მაროკო 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ესპანელებმა ოლიმპიადების ფინალში მეხუთედ ითამაშებენ და ბრაზილიელების რეკორდი გაიმეორეს. მანამდემ, „ფურია როხამ“ ოქროს მედლების მოპოვებისთვის გადამწყვეტი მატჩი ანტვერპენის (1920 წელი), ბარსელონას (1992 წელი), სიდნეის (2000 წელი) და ტოკიოს (2020 წელი) ოლიმპიადებზე ჩაატარა. ესპანელები ოლიმპიადის ჩემპიონები მხოლოდ ერთხელ 1992 წელს გახდნენ.
პარიზის ოლიმპიადის ფინალში, რომელიც 9 აგვისტოს ჩატარდება, სანტი დენიას გაწვრთნილი გუნდი ტიერი ანრის საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ეგვიპტეს დამატებით დროში 3:1 აჯობა.
ლაშა თაბაგარი
