გალიარდო „რივერ პლეიტში“ დაბრუნდა

0
54

მარსელო გალიარდო ისევ „რივერ პლეიტს“ გაწვრთნის. არგენტინელმა სპეციალისტმა ბუენოს აირესელებთან კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა.
48 წლის სპეციალისტის გასულ სეზონში საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადს“ ავარჯიშენდა, რომლიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დაითხოვეს.
გალიარდო „რივერ პლეიტს“ 2014-2022 წლებში ხელმძღვანელობდა. მან „რივერს“ ერთხელ არგენტინის ჩემპიონატი, სამჯერ რგენტინის თასი, ორჯერ არგენტინის სუპერთასი, ორჯერ კოპა ლიბერტადორესი, ერთხელ კოპა სუდამერიკანა, ხოლო სამჯერ რეკოპა სუდამერიკანა მოაგებინა. არგენტინელი სპეციალისტი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი