რენატუ სანჩესი „ბენფიკაში“ ითამაშებს

0
56

პსჟ-მ ნახევარმცველი რენატუ სანჩესი ლისაბონის „ბენფიკაში“ გაანათხოვრა. 26 წლის ფეხბურთელმა ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, პორტუგალიურ გრანდს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება.სანჩესი „ბენფიკას“ აღზრდილია, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ის 2016 წლის ზაფხულში „ბაიერნმა“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა. სანჩესმა 2017-2018 წლების სეზონი იჯარით „სუონსიში“ გაატარა. მან 2019-2022 წლები საფრანგეთის „ლილში“ გაატარა, რომლიდან „პარი სენ ჟერმენმა“ შეიძინა.
გასულ სეზონში სანჩესმა იტალიის „რომაში“ 12-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აირო. მას პარიზელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი