ლობჟანიძის ზედიზედ მეორე წაგება ლიგის თასზე

0
19

„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ატლანტელებმა მექსიკის „სანტოს ლაგუნას“ უმასპინძლეს და მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ლობჟანიძის გუნდი 3:5 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და პენალტების სერიაშიც ზუსტი იყო. მიმდინარე სეზონში MLS-ში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა, ლიგის თასზე კი მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.

ლაშა თაბაგარი