ხავი სიმონსი მომავალ სეზონშიც „ლაიფციგში“ ითამაშებს

0
70

პსჟ-მ ნახევარმცველი ხავი სიმონსი ისევ გერმანიის „ლაიფციგში“ გაანათხოვრა. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ბუნდესლიგის კლუბთან ერთწლიანი იჯარა გააფორმა.
21 წლის სიმონსმა გასულ სეზონში ლაიფციგელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 43 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა. მან ნიდერლანდელებთან ერთად ევრო 2024-ზე იასპარეზა.
ხავი სომონს ფანგულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი