ჯიმი ტაბიძის დებიუტი მახაჩყალის „დინამოში“ შედგა. რუსეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში მახაჩყალელები შინ „პარი ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდნენ და 0:1 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადეგენლობაში არ იყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა თამაში 9 კაცით დაასრულეს, რადგან ჯერ 66-ე წუთზე გაუძევეს ფეხბურთელი 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე მსაჯმა კიდევ ერთ მოთამაშეს პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ტაბიძე მახაჩყალელებს გასულ კვირაში შეუერთდა.
ლაშა თაბაგარი
