ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა გინესის რეკორდების წიგნის სერთიფიკატი მიიღო.
17 წლის იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშია და გოლი გაუტანია.
ევრო 2024-ზე იამალმა ესპანელთა რიგებში გამართულ 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მას 17 წელი ტურნირის მსვლელობისას შეუსრულდა. ის ევრო 2024-ის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგეს.
