ბრატისლავას „სლოვანი“, რომლის შემადგენლობაში გურამ კაშია თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა. უფროსი ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა პირველი მატჩი სტუმრად სლოვენიის „ცელიესთან“ 1:1 დაასრულეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 5:0 მოიგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სლოვაკეთის დედაქალაქში ჩატარებული თამაში შეუცვლელად ჩაატარა. „ცელიე“ ფეხბურთელის გაძევების გამო, მე-16 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. „სლოვანმა“ შესვენებამდე 2 გოლი გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქის კარი კიდევ 3-ჯერ აიღო.
ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლაველები კვიპროსის აპოელთან ჩაატარებენ, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი გამოდის.
ლაშა თაბაგარი





