„მილანმა“ სერბი იყიდა

0
27

„მილანმა“ ავსტრიის „ზალცბურგიდან“ სერბი მცველი სტრახინია პავლოვიჩი შეიძინა.
იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმციით, სერბეთის ეროვნული გუნდის 23 წლის ფეხბურთელში მილანელებმა 18 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო კიდევ 2 მილიონი ევრო ბონუსადაა გათვალისწინებული.
23 წლის პავლოვიჩი „ზალცბურგში“ 2022 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 68 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მან სერბეთის ნაკრებში 38-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი