ლონდონის „არსენალმა“ „ბოლონიადან“ მცველი რიკარდო კალაფიორი შეიძინა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება,
კალაფიორიმ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ის ლონდონელთა რიგებში 33-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, “მეთოფეებმა” იტალიელი 42 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდეს.
კალაფიორი „ბოლონიაში“ 2023 წლ;ის აგვისტოდან გამოდიოდა. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. კალაფიორიმ იტალიის ნაკრებში 5-ჯერ ითამაშა – ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე 4 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
