კეილორ ნავასი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. კოსტა-რიკელმა მეკარემ კონტრაქტი „მონცასთან“ გააფორმა.
37 წლის ნავასი იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან 2023-2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურა.
ნავასი პსჟ-ში 2018 წლიდან გამოდიოდა და 114 მატჩი ჩაატარა. მანამდე, ის „საპრესას“, „ალბასეტეს“, „ლევანტეს“, მადრიდის „რეალის“ და „ნოტინგემ ფორესტის“ კარს იცავდა.
ლაშა თაბაგარი





