მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „კანის“ აქციები საკონტროლო პაკეტი შეიძინა.
გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დახლოებით 20 მილიონი ევრო გადაიხადა. ის კლუბს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე პიერ-ანტუან კაპტონთან ერთად უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ მბაპე „რეალში“ მიმდინარე ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი
