თბილისის “დინამო” ავსტრიელი მთავარი მწვრთნელის ფერდინანდ ფელდჰოფერის ხელმძღვანელობით ხვალ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩერნოგორიის “მორნართან” პირველ მატჩს ჩაატარებს. თბილისელები ჩერნოგორიის დედაქალაქში თავისი ერთ-ერთი ლიდერის თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე ჩაფრინდნენ.
მომავალი მატჩის წინ ფელდჰოფერის განკარგულებაში შემდეგ ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი, დაჩი ჩოჩოშვილი.
მცველები: სანდრო კალანდაძე, კიკე ლოპესი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, საბა ხარებაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, გიორგი გვასალია, საბა ხვადაგიანი.
ნახევარმცველები: ნოდარ ლომინაძე, ლევან ოსიყმაშვილი, ნიკოლოზ სიხარულაშვილი, ოსკარ სანტისი, დომინიკ საიმონი, საბა სამუშია, ნიკოლოზ ცეცხლაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი.
თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი, ვახტანგ სალია, დავით სხირტლაძე.
“მორნარისა” და “დინამოს” მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
