არგენტინა კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მეორე გავიდა

0
48

არგენტინის ნაკრები ლიონელ მესის კაპიტნობით სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ლიონელ სკალონის გაწვრთნილი გუნდი აშშ-ში მიმდინარე ტურნირის 1/2-ფინალში ნიუ ჯერსიში კანადას შეხვდა და 2:0 დაამარცხა. მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში ხულიან ალვარესმა გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე მეტოქის კარი მესიმ აიღო, რომლისთვის ეს გოლი კოპა ამერიკის წლევანდელ გათამაშებაში პირველი აღმოჩნდა.
არგენტინა დიდი საფეხბურთო ტურნირების ფინალში მესამედ გავიდა – 2021 წელს ბრაზილიაში გამართული კოპა ამერიკა მოიგო, ხოლო 2022 წელს კატარში მსოფლიო ჩემპიონატი.
მესიმ გოლი მე-6 კოპა ამერიკაზე გაიტანა და ბრაზილიელი ზიზინიოს 67 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა. 37 წლის თავდამსხმელმა სანაკრებო დონეზე მეტოქეთა კარი 109-ჯერ აიღო და  ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ პოზიციაზე კრიშტიანუ რონალდუა 130 გოლით. ცნობისთვის, კოპა ამერკაზე 31 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მოქმედ ჩემპიონს ტიტულის დაცვა მოუწევს.
ლაშა თაბაგარი