გარეთ საუთგეიტი: „ზოგიერთი პირადი მომენტები ტკივილს მაყენებს“

0
26

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის განცხადებით ზოგიერთი პირადი მომენტები გულს ტკენს, მან ამის შესახებ გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ზე შვეიცარიის პენალტების სერიაში დამარცხებისა და 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
„ამ საქმეს ხელი იმიტომ მოვკიდე, რათა ინგლისური ფეხბურთი გამეუმჯობესებინა და ისეთი საღამოები მეჩუქებინა, როგორიც ესაა. არ ვუარყოფ, რომ ზოგიერთი პირადი მომენტები ტკივილს მაყენებს. ჩვენ ვაგრძელებთ ხალს ფანტასტიკური მოგინებები ვაჩუქოთ. ამ მოგზაურობით ტკბობას ვაგრძელებთ.
საკას ბოლომდე ვენდობით. მისი თამაში ნებისმიერ ასპექტში გუნდისთვის ფენომენალურია. ვაჟკაცობის გამოვლენა და პენალტის ასეთი რეალიზება…ყველა მოთამაშე მიყვარს, მაგრამ ის ყველაზე ძლიერად ჩავიხუტე. საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიცი, რომე ეს გამოცდილება გაძლიერებს. საკო უფრო ძლიერი და სიცოცხლისმოყვარე დაბრუნდა“ – იუწყება საუთგეიტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ინგლისი 1/2-ფინალში 10 ივლისს დორტმუნდში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი