რონალდ კუმანის განცხადებით, ნიდერლანდების ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლას არავინ ელოდა. მან ამის შესახებ 1/4-ფინალში თურქეთთან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ნახევარფინალში ვართ, მიუხედავად იმისა,. რომ ასეთ შედეგს არავინ ელოდა. კარგად მესმის, რომ ჯერ უძლიერეს გუნდებს არ შევხვედრივართ, მაგრამ ეს ყველაზე ლოგიკური არგუმენტი არაა. შესამჩნევია, რომ პრობლემები სხვა გუნდებსაც ექმნებათ.
ინგლისთან შეხვედრა დიდებულია. ამ გუნდს კარგი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ არც ჩვენ გვყავს ნაკლების. ჩვენ დორტმუნდში ვითამაშებთ, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სტადიონია. ჩვენი ფანატებით ძალიან ვამაყობ“ – იუწყება კუმანის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ნიდერლანდები ევრო 2024-ის 1/2-ფინალში ინგლისს 10 ივლისს დაუპირისპირდება.
;ლაშა თაბაგარი
