„ექსელსიორი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ეგოიანია ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-11 ტურში თავის მოედანზე „ტვენტესთან“ განადგურდა – 0:9. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ისევ სასტარტოში ითამაშა და 63-ე წუთზე შეცვალეს.
„ტვენტემ“ პირველ ტაიმში მასპინძლები კარი 5-ჯერ აიღო, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ოთხი გოლი გაიტანა. ისიც სათქმელია, რომ მე-5 წუთზე „ექსელსიორს“ უხეშობისთვის თავდამსხმელი გროენი გაუძევეს. „ექსელსიორი“ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





