„ჰოლშტაინ კილი“, სადაც გიორგი ქვილითაია თამაშობს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში სტუმრად „ფიურტთან“ 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 79-ე წუთზე შეცვალეს.
33 წლის ქვილითაია „ჰოლშტაინ კილს“ ზაფხულში შეუერთდა და მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მისი გუნდი 8 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-17 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





