ოთარ მამაგეიშვილი, რომლის დებიუტიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სექტემბერ-ოქტომბერში გამართულ მატჩებში ტრავმის გამო გადაიდო, გამოჯანმრთელდა და „ვოლფსბერგში“ ითამაშა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ვოლფსბერგი“ შინ გრაცის „შტურმს“ დაუზავდა – 1:1. სტუმართა განაცხადში ტრავმის მიზეზით ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველები ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი არ იყვნენ. ოთარი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 45-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს, ხოლო სტუმრებმა ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე პენალტის გამოყენების შემდეგ გადაარჩინეს.
„შტურმი“ 19 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა, ხოლო „ვოლფსბერგი“ 6 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





