ლუის დე ლა ფუენტე: „ჩემი ფეხბურთელები ტურნირის მოსაგებად მზად არიან“

0
42

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე თავისი ფეხბურთელებით ამაყია. მან ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში 2:1 გამარჯვებისა და 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.
„შესაფერისი მომენტია, რომ ყველაფერი გავაანალიზოთ რასაც მივაღწიეთ და მომენტით დავტკბეთ. ვნახოთ უახლოეს დღეებში ფიზიკურ ფორმას როგორ გავაუმჯობესებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები ნახევარფინალისთვის მზად არიან. ისინი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ.
ჩემი ფეხბურთელები „გუმაძღრები“ არიან. ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. ბევრ მათგანს დიდი ხანია ვიცნობ. ისინი ყველაზე მაღალ დონეზე თამაშს მიეჩვივნენ და ახლა ტურნირის მოსაგებად მზად არიან. ეს გუნდი ყოველთვის იბრძოლებს.
ეს ისტორიული მომენტია. ვამაყობ, რომ ამ ქვეყანას წარმოვადგენ. ვნახოთ რამდენად შორს წავალთ. თუმცა, ყველა აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ასეთ გუნდით ძალიან შორს გაღწევა შეგვიძლია“ – იუწყება ლუის დე ლა ფუენტეს სიტყვებს უეფას ვებგვერდი.
ესპანეთი-საფრანგეთის ნახევარფინალი 9 ივლისს მიუნხენში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი